ავტორიზაცია

VIDEO: მორიგი ქამბექი! საქართველოს ნაკრებმა ბოსნიასთან საოცარი მატჩი მოიგო

თარიღი 26 იან 2022, 22:14

საქართველოს ნაკრებმა ფუტსალის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში ბოსნია-ჰერცოგოვინის ნაკრები 2-1 დაამარცხა.

პირველი ტურის მსგავსად, ავთანდილ ასათიანის გუნდმა ქამბექი შეასრულა. ჩვენი გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 0-1 აგებდა. ბრუნო პეტრის და თალესის გოლებით მოვიგეთ.

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანს 3-2 მოუგო. იმ შემთხვევაში თუ ესპანეთი აზერბაიჯანს მოუგებს, ჯგუფიდან გასვლას გავინაღდებთ.