ავტორიზაცია

ვარანი: "მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო გარემოში ვთამაშობ"

ვარანი: "მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო გარემოში ვთამაშობ"
თარიღი 26 იან 2022, 22:50

რაფაელ ვარანი თვლის, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის კოსმოპოლიტური ბუნება მას მსოფლიოს საუკეთესო ლიგად აქცევს. "აქ ინტენსივობა ძალიან განსხვავებულია.

აქ თამაშის სიჩქარე ძალიან მაღალია. ეს დიდი გამოცდილებაა. მომწონს ატმოსფერო სტადიონებზე. მომწონს მენტალიტეტი. ფეხბურთი აქ ძალიან ინტენსიურია, მაგრამ სული ყოველთვის კარგი და პოზიტიურია.

დიახ, თამაშები ძალიან რთულია. ვერასოდეს მოდუნდები, შეგიძლია მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე შედეგში იყო დარწმუნებული, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ვფიქრობ, რომ ეს მსოფლიოს საუკეთესო ლიგაა და ინტენსივობა საოცარია. ყველა გუნდს ჰყავს უმაღლესი დონის მოთამაშეები. აქ ტაქტიკის დონეც ძალიან მაღალია.

ბევრი მოთამაშე და მწვრთნელია სხვადასხვა ქვეყნიდან. ამიტომ, აქ სხვადასხვა კულტურები, თამაშის სტილი და მენტალიტეტები აირია. ვფიქრობ, ამიტომაც არის ეს ლიგა საუკეთესო, რადგან აქ ყველგან საუკეთესო ხალხია შეკრებილი", - განაცხადა ვარანმა.