ავტორიზაცია

როგორი იყო რონალდუსა და ალეგრის ბოლო დიალოგი? - დი მარციოს საინტერესო ინსაიდი

როგორი იყო რონალდუსა და ალეგრის ბოლო დიალოგი? - დი მარციოს საინტერესო ინსაიდი
თარიღი 26 იან 2022, 23:12

წიგნში Grand Hotel Calciomercato, იტალიელმა ინსაიდერმა, ჯანლუკა დი მარციომ ისაუბრა ტურინში კრიშტიანუ რონალდუს ბოლო საათებზე. "უდინეზესთან" თამაშის შემდეგ, "იუვეს" მთავარმა მწვრთნელმა, მაქს ალეგრიმ პორტუგალიელების სიამაყეზე თამაში სცადა.

"კრიშ, ვერ ხედავ, რომ ყველა კლუბისთვის საკუთარი თავის შეთავაზებით კარგავ ღირებულებას და მიმზიდველობას? შენ რონალდუ ხარ!", -  მაგრამ კრიშტიანუს იმ დროისთვის უკვე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი იტალიის დატოვება.

ამიტომ, ალეგრის სიტყვებმა არაფერი შეცვალა. დი მარციომ რონალდუს პარტნიორებთან გამოსამშვიდობებელი სიტყვიდან ნაწყვეტიც გააზიარა. "მადლობა ამ სამი წლისთვის", - თქვა კრიშტიანუმ.

"ცალკე მადლობა მინდა გადავუხადო მწვრთნელს, რომელიც ყოველთვის გულწრფელად მელაპარაკებოდა. მიჰყევით მას და ჩემს გარეშე კარგად იქნებით", - განაცხადა რონალდუმ.