ავტორიზაცია

"სიტყვების თქმა მიჭირს!" - თალესი ბოსნიასთან მოგების შემდეგ

"სიტყვების თქმა მიჭირს!" - თალესი ბოსნიასთან მოგების შემდეგ
თარიღი 26 იან 2022, 23:20

საქართველოს ნაკრებმა ფუტსალის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში ბოსნია-ჰერცოგოვინის ნაკრები 2-1 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების მოთამაშემ და ბოსნიის კარში პირველი გოლის ავტორმა თალესმა კომენტარი გააკეთა.

"ძალიან ბედნიერი ვარ ჯგუფში მეორე გამარჯვებით! ეს დიდი გამოწვევაა საქართველოსთვის და აქ მოსახვედრად ბევრი ვიშრომეთ. ყველა ჯერზე, როცა ჩემს მეუღლეს ვესაუბრები, მეუბნება, რომ კარიერის საუკეთესო ფუტსალს ვთამაშობ. ვხვდები, რომ აქ თამაში ჩემი კარიერისთვის უდიდესი გამოცდილებაა," - განაცხადა თალესმა.

თალეს ფეიტოსას საწყის 2 ტურში საქართველოს ნაკრებისთვის 2 გოლი აქვს. იმ შემთხვევაში თუ ესპანეთი აზერბაიჯანს მოუგებს, ჯგუფიდან გასვლას გავინაღდებთ.