ავტორიზაცია

"მოურინიოს პირველ მოსვლას თუ არ ჩავთვლით, ტუხელმა ჩელსიზე ყველაზე უკეთ იმოქმედა" - ჯო კოული

"მოურინიოს პირველ მოსვლას თუ არ ჩავთვლით, ტუხელმა ჩელსიზე ყველაზე უკეთ იმოქმედა" - ჯო კოული
თარიღი 27 იან 2022, 00:52

„ჩელსის“ და ინგლისის ნაკრების ექს-შემტევმა, ჯო კოულმა, გუნდის მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი შეაქო.

„თუ მოურინიოს პირველ მოსვლას არ ჩავთვლით, „ჩელსის“ ყველა მწვრთნელს შორის ყველაზე დიდი გავლენა გუნდზე თომას ტუხელმა მოახდინა. სავარჯიშო მოედანზე ის ყველას უყვარს და დიდ პატივსაც სცემენ.

ის გუნდისთვის სუფთა ჰაერის ტოლფასი იყო, ჩემპიონთა ლიგის მოგება - დაუჯერებელი მიღწევაა, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ისიც არის, როგორ მოვიდა ის გუნდში.

„ჩელსი“ ძალიან წარმატებული კლუბია, სადაც ერთი წამითაც არ შეიძლება ყურადღებით გაფანტვა. ბევრი, ძალიან გამოცდილი მწვრთნელიც კი გამტყდარა ამ წნეხის ქვეშ.

თუმცა ის, როგორი რეაქცია ჰქონდათ ფეხბურთელებს ტუხელის მოსვლაზე, დიდებულია. მწვრთნელის თანამდებობაზე უკეთეს პირველ წელიწადს ვერც ინატრებ. თომასი - ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია, რომელმაც ხარისხიანი ფეხბურთელები ეგრევე ამოიცნო.

გარდა ამისა, მან გუნდის სული და სტილიც ააღორძინა: მას „ჩელსის“ ისტორია კარგად ესმის.“ - ციტირებს კოულის სიტყვებს The Sun.