ავტორიზაცია

"გეხუტებით", - მესის გამომწერების რაოდენობამ 300 მილიონს გადააჭარბა და ფეხბურთელებში ეს მეორე საუკეთესო შედეგია

"გეხუტებით", - მესის გამომწერების რაოდენობამ 300 მილიონს გადააჭარბა და ფეხბურთელებში ეს მეორე საუკეთესო შედეგია
თარიღი 27 იან 2022, 00:59

„პსჟ-ს“ და არგენტინის ნაკრების შემტევი, ლეო მესი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ მისი გამომწერების რაოდენობამ 300 მილიონს გადააჭარბა.

ამ კონკრეტული მომენტისთვის მესის გამომწერების რაოდენობა 304 მილიონს შეადგენს და ფეხბურთელებს შორის ეს მეორე საუკეთესო შედეგია, კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ, რომელსაც 395 მილიონი ადამიანი „აფოლოვებს“.

ამ ორი გიგანტის შემდეგ „პსჟ-ს“ სხვა შემტევი, ნეიმარი მოდის 169 მილიონი გამომწერით.

„ჩვენ უკვე 300 მილიონი ვართ! ყოველთვის მადლიერი ვარ მხარდაჭერისთვის, გეხუტებით.“ - წერს მესი სოციალურ ქსელში.

ლეო „პსჟ-ში“ გასულ ზაფხულს „ბარსელონადან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

ამ სეზონში ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 17 მატჩში 6 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.