ავტორიზაცია

ტრანსფერი დაიხურა - ატლეტიკომ პრემიერ ლიგაში დაბრუნებული ტრიპიერის შემცვლელი ვალენსიადან დაიმატა

ტრანსფერი დაიხურა - ატლეტიკომ პრემიერ ლიგაში დაბრუნებული ტრიპიერის შემცვლელი ვალენსიადან დაიმატა
თარიღი 27 იან 2022, 01:08

მადრიდის „ატლეტიკომ“ „ნიუკასლში“ წასული ინგლისელის, კიერან ტრიპიერის შემცვლელი დაიმატა.

ავტორიტეტული ჟურნალისტი და ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ „ატლეტიკომ“ და „ვალენსიამ“ უნივერსალური მარჯვენა მცველის (რომელსაც ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში), დანიელ ვასის ტრანსფერი შეათანხმეს.

ორივე კლუბს შორის საბოლოო შეთანხმება მიღწეულია და ტრანსფერი დაიხურა.

ვასი „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტს 2023 წლის ივნისამდე უახლოეს საათებში მოაწერს, რის შემდეგაც „ატლეტიკო“ მის ტრანსფერს ოფიციალურად დაადასტურებს.

ესპანეთის ჩემპიონის შემადგენლობაში დანიელი ფეხბურთელი კიერან ტრიპიერის წასვლით გაჩენილ ხვრელს ამოავსებს, რომელიც სათამაშოდ სამშობლოში, კერძოდ კი „ნიუკასლში“ გადავიდა.

32 წლის დანიელ ვასი პოზიციით ცენტრალური ნახევარმცველი იყო, თუმცა „ვალენსიაში“ მარჯვენა მცველად გადაკვალიფიცირდა, მას გუნდთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, ამიტომ „ატლეტიკო“ მის დამატებას სიმბოლურ თანხად ახერხებს, თუმცა ზუსტი რაოდენობა არ გავრცელებულა. 

„ვალენსიაში“ ფეხბურთელი 2018 წელს, 6 მილიონ ევროდ „სელტადან“ გადავიდა, ამჟამად მისი სატრანსფერო ღირებულება სწორედ 6 მილიონს შეადგენს.