ავტორიზაცია

მიზეზი, რის გამოც არტურის ტრანსფერი იუვენტუსიდან არსენალში ნაკლებად სავარაუდო ხდება

მიზეზი, რის გამოც არტურის ტრანსფერი იუვენტუსიდან არსენალში ნაკლებად სავარაუდო ხდება
თარიღი 27 Jan 2022, 01:11

ლონდონის „არსენალი“ „იუვენტუსის“ ცენტრალური ნახევარმცველის, არტურ მელოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ ფეხბურთელის ტრანსფერი ადვილად განსახორციელებელი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ნამდვილად არ იქნება.

ამის მიზეზი კი უჩვეულოა, როგორც წესი, კლუბები ფინანსურ ასპექტში ვერ თანხმდებიან, აქ კი საქმე ცოტა სხვაგვარად არის.

საქმე ისაა, რომ „არსენალს“ ფეხბურთელის იჯარით აყვანა სეზონის ბოლომდე, ანუ 6 თვით სურს, „იუვენტუსი“ კი კატეგორიულად ითხოვს, რომ არტური „ემირეითსზე“ მინიმუმ 18-თვიანი იჯარით გადაბარგდეს და გარდა ამისა, „არსენალმა“ უნდა გადაიხადოს ფეხბურთელის სრული ხელფასი.

ამის გამო, კლუბები შეთანხმებამდე ვერ მიდიან და ტრანსფერის დასახურად მხოლოდ 4 დღე რჩებათ - ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა 31 იანვარს იხურება.

შეგახსენებთ, რომ არტური „ბარსელონადან“ „იუვენტუსში“ 2020 წელს, პიანიჩში გაცვლის შედეგად გადავიდა.