ფრე ჩვენს სასარგებლოდ! საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავიდა

ფუტსალის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში ესპანეთისა და აზერბაიჯანის მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში გავიდა, სადაც ან ხორვატიას ან რუსეთის ნაკრებს შეხვდება.
საქართველოს ნაკრები 29 იანვარს, მე-3 ტურში ესპანეთს შეხვდება და ამის შემდეგ გაირკვევა, რომელი გუნდი იქნება ჩვენი მეტოქე პლეი-ოფში.
საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში აზერბაიჯანს 3-2 მოუგო, ხოლო მე-2 რაუნდში ბოსნია-ჰერცოგოვინა 2-1 დაამარცხა.