ავტორიზაცია

"მესი თვლის, რომ პიკემ მას უღალატა, მათი მეგობრობა დასრულდა", - ესპანელი ჟურნალისტი

"მესი თვლის, რომ პიკემ მას უღალატა, მათი მეგობრობა დასრულდა", - ესპანელი ჟურნალისტი
თარიღი 27 იან 2022, 10:55

"პსჟ"-ს თავდამსხმელს, ლიონელ მესის, რომელიც მანამდე "ბარსელონაში" თამაშობდა, კატალონიური კლუბის მცველთან, ხერარდ პიკესთან ურთიერთობა გაუფუჭდა, განაცხადა ჟურნალისტმა ლუის კანუტმა TV3-ის გადაცემაში.

წყაროს ცნობით, მესი იმედგაცრუებულია პიკეს ქმედებებით, რომელმაც ხორდი ალბასა და სერხი ბუსკეტსისგან განსხვავებით, არ მიიღო ხელფასის შემცირების ვარიანტი, რათა ლეოს "ბარსაში" დარჩენის შანსი მისცემოდა.

"პიკეს ბოლო კონტრაქტის გაგრძელებამ მესის დააზარალა, ის იმედგაცრუებულია. ლეო ხერარდის მხრიდან დაღალატებულად გრძნობს თავს, რადგან პიკემ კონტრაქტი არ გაახანგრძლივა მესის "ბარსას" დატოვებამდე.

მესი თვლის, რომ პიკეს უფრო ადრე უნდა გაეგრძელებინა კონტრაქტი, რათა თავიდან აეცილებინა მისი წასვლა", - თქვა კანუტმა ლიონელისა და ხერარდის ურთიერთობის შესახებ. შეგახსენებთ, რომ მესი "პსჟ"-ში 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

"გეხუტებით", - მესის გამომწერების რაოდენობამ 300 მილიონს გადააჭარბა და ფეხბურთელებში ეს მეორე საუკეთესო შედეგია