ავტორიზაცია

როგორ დაიყოლია ალისონმა ლივერპულში გადმოსვლაზე თავისი მთავარი მასწავლებელი?

როგორ დაიყოლია ალისონმა ლივერპულში გადმოსვლაზე თავისი მთავარი მასწავლებელი?
თარიღი 27 იან 2022, 12:12

"ლივერპულის" მეკარეების მწვრთნელმა, კლაუდიო ტაფარელმა გაიხსენა, თუ რა უამბო მას მისმა მოსწავლემ, ალისონ ბეკერმა მერსისაიდული კლუბის შესახებ წლების წინ.

"ეს ყველაფერი მოხდა რამდენიმე წლის წინ, ჯონ ახტერბერგი, ლივერპულის მეკარეების მწვრთნელი მოვიდა ბრაზილიის ნაკრების ვარჯიშის საყურებლად ლონდონში.

როდესაც ალისონი რომში იყო, მან მითხრა: "თუ მექნება საშუალება ჩემთან ერთად წაგიყვან ჩემს კლუბში, ამას გავაკეთებ". ასე რომ, ყოველთვის მხედველობაში მქონდა, რომ შემეძლო ალისონთან მუშაობა საკლუბო დონეზეც.

სამსახური მქონდა გალათასარაიში და ვმუშაობდი ეროვნულ გუნდში, ამიტომ არ მინდოდა სხვა კლუბში მუშაობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ალისონი ჯონსა და იურგენს ესაუბრა.

მათ მოეწონათ ჩემი აქ მუშაობის იდეა. მათ ეს გააკეთეს და მე ძალიან ბედნიერი ვიყავი. ალისონი ყოველთვის მესაუბრებოდა ლივერპულზე. ატმოსფეროზე და იმაზე, თუ რამდენად მეგობრული ხალხია. ყველაფერი, რაც მან მითხრა, მართალია!", - განაცხადა ტაფარელმა.