ავტორიზაცია

სარფიანი წინადადება პრემიერ ლიგიდან - დიბალას კიდევ ერთი მსურველი ჰყავს

სარფიანი წინადადება პრემიერ ლიგიდან - დიბალას კიდევ ერთი მსურველი ჰყავს
თარიღი 27 იან 2022, 14:12

თავდამსხმელმა, პაულო დიბალამ შესაძლოა ამ ზაფხულს "იუვენტუსი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. "მანჩესტერ სიტის" შეუძლია არგენტინელს შესთავაზოს წლიური 10 მილიონი ევროს კონტრაქტის გათვალისწინებით.

ეს კი ამ დროისთვის ნებისმიერ სხვა პრეტენდენტს არ შეუძლია. "ქალაქელების" მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ფორვარდის ტრანსფერს დაჟინებით ითხოვს, წერს La Gazzetta dello Sport.

28 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს "ლივერპული", "ტოტენჰემი" და "ინტერიც" იჩენენ. დიბალა "იუვენტუსს" პრაქტიკულად 10 მილიონი ევროს ანაზღაურებაზე შეუთანხმდა.

შემდეგ კი ტურინულმა კლუბმა მოლაპარაკების პირობები შეცვალა. თებერვალში პაულოსთან შეხვედრაზე მას უფრო დაბალ ხელფასს შესთავაზებენ. Tuttosport-ი იტყობინება, რომ თავდამსხმელს ხელფასის 15%-ით შემცირება შესთავაზებენ.

დიბალა ტურინულ "იუვენტუსში" 2015 წლიდან თამაშობს, ის "პალერმოდან" 40 მილიონ ევროდ იყიდეს. ტურინულ კლუბში 276 მატჩში პაულომ 111 გოლი გაიტანა.