ავტორიზაცია

[EXCLUSIVE] გიორგი ჩაკვეტაძემ გენტი დატოვა — ქართველი ნახევარმცველის ახალი კლუბი ცნობილია

[EXCLUSIVE] გიორგი ჩაკვეტაძემ გენტი დატოვა — ქართველი ნახევარმცველის ახალი კლუბი ცნობილია
თარიღი 27 იან 2022, 21:58

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, გიორგი ჩაკვეტაძემ "გენტი" დატოვა და უახლოეს პერიოდში ახალ გუნდს შეუერთდება.

GOAL.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის ბინადარ "ჰამბურგში" გააგრძელებს და უკვე სამედიცინო შემოწმებაც გაიარა.

მოგეხსენებათ, ჩაკვეტაძე გენტში 2017 წლიდან თამაშობს, სადაც დინამო თბილისიდან 800,000 ევროს სანაცვლოდ გადავიდა. 2018 წლის დეკემბერში მიღებული ტრავმის შემდეგ ახალგაზრდა შემტევის სიტუაცია აირია.

მიმდინარე სეზონში გიორგიმ  გენტის მაისურით 15-ჯერ ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. რამდენიმე კვირის წინ, ბუფალოელთა მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა ქართველ ფეხბურთელს მონდომება და მოტივაცია დაუწუნა.

ბოლო წლებია ტრავმების გამო ჩაკვეტაძის ფასი იკლებს. უახლესი მონაცემებით, 22 წლის ქართველ ნახევარმცველს Transfermarkt 2.3 მილიონ ევროდ აფასებს.

აღსანიშნავია, რომ "ჰამბურგი" ამ დროისთვის ბუნდესლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 20 ტურის შემდეგ 34 ქულით მე-5 ადგილს იკავებს და უმაღლეს დივიზიონში აღზევებისთვის ბრძოლას აგრძელებს.