ავტორიზაცია

ყველა დეტალი შეთანხმებულია, ვლაჰოვიჩის ტრანსფერი მალე დადასტურდება — ფაბრიციო რომანო

ყველა დეტალი შეთანხმებულია, ვლაჰოვიჩის ტრანსფერი მალე დადასტურდება — ფაბრიციო რომანო
თარიღი 27 იან 2022, 23:27

"ფიორენტინას" თავდამსხმელი, დუშან ვლაჰოვიჩი კარიერას ტურინის "იუვენტუსში" გააგრძელებს, წერს ფაბრიციო რომანო.

გავლენიანი ჟურნალისტის თანახმად, გარიგების ყველა დეტალი შეთანხმებულია, სატრანსფერო ფასის, აგენტებისთვის გადასახდელი საკომისიოსა და ფორვარდის ხელფასის ჩათვლით.

ასე და ამგვარად, "იუვე" 21 წლის ფორვარდში 75 მილიონ ევროს გადაიხდის. სერბი ახალ გუნდში წლიურად 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ვლაჰოვიჩი ტურინში სამედიცინო შემოწმებას ძალიან მალე გაივლის და "ბიანკონერისთან" გრძელვადიან კონტრაქტსაც გააფორმებს.

მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე ერთად "ფიორენტინას" მაისურით 24 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასიც გააკეთა.