ავტორიზაცია

"ბევრ ფეხბურთელს ვაკვირდებოდი", - ერლინგ ჰოლანდმა ორი მოთამაშე გამოარჩია

"ბევრ ფეხბურთელს ვაკვირდებოდი", - ერლინგ ჰოლანდმა ორი მოთამაშე გამოარჩია
თარიღი 27 იან 2022, 23:40

"დორტმუნდის" თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რომელ ფეხბურთელებს ადევნებდა თვალყურს საკუთარი თამაშის გასაუმჯობესებლად.

"ბევრ ფეხბურთელს ვაკვირდებოდი. მაგალითად ავიღოთ ცენტრალური მცველების ზურგს უკან აჩქარება, როცა ბურთი "ათიანს" აქვს. ალბათ, ჯეიმი ვარდია ამ მხრივ მსოფლიოში საუკეთესო. ხშირად ვუყურებდი მის თამაშს სწორედ ამის გამო".

"ფეხბურთს ყოველთვის ხშირად ვადევნებდი თვალყურს და დღემდე ვაკეთებ ამას. თუ შაბათს გვაქვს თამაში, კვირას სახლში მოვდივარ და მთელი დღე ფეხბურთს ვუყურებ".

"ვან პერსისაც ხშირად ვაკვირდებოდი, ისიც მემარცხენეა. ვუყურებდი მის გოლებს და როგორც მემარცხენესთვის, ჩემთვის ბუნებრივი იყო მისი თამაშისთვის თვალყურის მიდევნება".

"ბევრ ფეხბურთელს ვაკვირდებოდი, განსაკუთრებით თავდამსხმელებს", - ციტირებს 21 წლის ჰოლანდიელის სიტყვებს Sky Sports-ი.