ავტორიზაცია

"სეზონის მეორე ნახევარში ეს ატმოსფერო დაგვეხმარება", - ზურიკო დავითაშვილმა საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიში განაახლა

"სეზონის მეორე ნახევარში ეს ატმოსფერო დაგვეხმარება", - ზურიკო დავითაშვილმა საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიში განაახლა
თარიღი: 28 იან 2022, 01:58

საქართველოს ნაკრების შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა, რომელმაც გასული წლის ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო, მწყობრში დაბრუნება და ტულის „არსენალის“ საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშის განახლება შეაფასა.

„საერთო ჯგუფში დაბრუნება ძალიან მიხარია. ჯერ გარკვეული შეზღუდვებით ვვარჯიშობ, მაგრამ სრულფასოვანი ვარჯიშების ჩატარებასთნ ძალიან ახლოს ვარ.

პირველ შეკრებაზე ბევრი ვერ ვივარჯიშე და ახლა ასანაზღაურებელი მაქვს, რათა გაზაფხულს სრული მაქსიმუმით შევხვდე. გუნდში საუცხოო ატმოსფეროა და ყველა ბოლომდე იხარჯება, რაც შეიძლება სეზონის მეორე ნახევარში ძალიან კარგი შედეგის მომტანი იყოს.“ - ციტირებს დავითაშვილის სიტყვებს „არსენალის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

ტულას მაისურით დავითაშვილმა ამ სეზონში 18 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. 
    
საქართველოს ნაკრებში ზურიკოს დებიუტი 2019 წელს შედგა და მას შემდეგ მას 14 მატჩში 2 გოლი დაუგროვდა.