ოფიციალურად: მილანმა 18 წლის სერბი თავდამსხმელი გაიფორმა, რომელმაც ამ სეზონში 1 გოლი გაიტანა
„ცრვენა ზვეზდას“ და სერბეთის ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი, მარკო ლაზეტიჩი „მილანში“ გადავიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას მილანური გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.
18 წლის ფორვარდმა „როსონერისთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი ტრანსფერი გუნდს 4 მილიონი ევრო დაუჯდა.
მიმდინარე სეზონში ლაზეტიჩმა სერბეთის ჩემპიონატში 14 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.
Transfermarkt-ის მონაცემებით ლაზეტიჩის ფასი დღესდღეობით 1.5 მილიონ ევროს შეადგენს.