ავტორიზაცია

ოფიციალურად: მანჩესტერ იუნაიტედის შემტევი იჯარით რეინჯერსში გადავიდა

ოფიციალურად: მანჩესტერ იუნაიტედის შემტევი იჯარით რეინჯერსში გადავიდა
თარიღი: 28 იან 2022, 02:04

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი, ამად დიალო, კარიერას შოტლანდიურ „რეინჯერსში“ გააგრძელებს.

ტრანსფერს „წითელი ეშმაკების“ ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.

ფეხბურთელი შოტლანდიის ჩემპიონის რიგებში იჯარით გადავიდა და „რეინჯერსს“ დიალოს გამოსყიდვის შესაძლებლობა არ ექნება.

ამ სეზონში დიალომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში 68 წუთი ითამაშა - ჩემპიონთა ლიგაზე „იანგ ბოიზთან“ ფრედ (1:1) დასრულებულ შეხვედრაში. 

„მიხარია რომ ამადს ჩვენს გუნდში მივესალმები. ამ ფეხბურთელის შესახებ აქამდეც ბევრი მსმენია. როცა მისი დამატების შანსი მოგვეცა, ძალიან გვინდოდა რომ ეს მართლაც მომხდარიყო.

მას ჩვენი გუნდისთვის ბევრის მოტანა შეუძლია და შემტევ ფეხბურთელებს დიდ კონკურნენციას გაუწევს.“ - აღნიშნა „რეინჯერსის“ მწვრთნელმა ჯოვანი ვან ბრონხორსტმა.