ავტორიზაცია

მარსელოს დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვეს - ბრაზილიელმა ესპანეთის თასზე თავისი ბოლო მატჩი კარიერაში უკვე ჩაატარა?

მარსელოს დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვეს - ბრაზილიელმა ესპანეთის თასზე თავისი ბოლო მატჩი კარიერაში უკვე ჩაატარა?
თარიღი 28 Jan 2022, 02:09

მადრიდის „რეალის“ კაპიტნის, მარსელოს დისკვალიფიკაცია ესპანეთის თასზე ძალაში დარჩა.

ბრაზილიელი „ელჩესთან“ მატჩში (2;1, დ.დ.) მოედნიდან გააძევეს და გასვლისას მან მსაჯს მიაძახა: „ძალიან ცუდი ხარ“. ამის გამო, მარსელოს სადისციპლინო კომიტეტმა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

„რეალმა“ ეს გადაწყვეტილება ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციაში გაასაჩივრა, თუმცა აპელაცია უარყვეს.

შესაბამისად, მარსელო ნამდვილად გამოტოვებს „ბილბაოსთან“ გასამართ მეოთხედფინალს და ორივე ნახევარფინალურ დაპირისპირებას, თუ რა თქმა უნდა მადრიდული გრანდი „ატლეტიკის“ ბარიერს დაძლევს.

ცნობისთვის, ბრაზილიელი ლეგენდა „რეალში“ ბოლო სეზონს ატარებს - მისი კონტრაქტი 2022 წლის ივნისში იწურება და კონტრაქტის გახანგრძლივება ამ ეტაპზე აღარც განიხილება.