ავტორიზაცია

შევჩენკოს პოლონეთის ნაკრებში დანიშვნა ჯენოას გამო ჩაშლის პირასაა

შევჩენკოს პოლონეთის ნაკრებში დანიშვნა ჯენოას გამო ჩაშლის პირასაა
თარიღი 28 იან 2022, 02:17

ლეგენდარული ექს-ფეხბურთელის პოლონეთის ნაკრებში დანიშვნა ეჭვქვეშ დადგა. 

როგორც პოლონური პრესა წერდა, მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებული იყო და პოლონეთის ნაკრებში „შევას“ დანიშვნას 31 იანვარს ოფიციალურად უნდა დადასტურებულიყო.

თუმცა, უკრაინის ნაკრების ექს-მწვრთნელი თავის ყოფილ გუნდთან, „ჯენოასთან“ კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმებას ვერ ახერხებს. 

საქმე ისაა, რომ გუნდიდან კონტრაქტის ამოწურვამდე გაცილებით ადრე გათავისუფლების გამო, „ჯენოას“ შევჩენკოსთვის 20 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში იქამდე, სანამ კონტრაქტი არ ამოიწურება (2024 წლამდე), ხელფასი ჩვეულებრივად უნდა გადაუხადოს.

პოლონეთის ნაკრებთან შეთანხმების შემდეგ, შევჩენკომ „ჯენოასთან“ სცადა მოლაპარაკება, რომელიც კონტრაქტის გაწყვეტაში მისთვის ფულის გადახდაზე ჯერჯერობით უარს ამბობს. შესაბამისად იტალიურ გუნდთან ხელშეკრულება ძალაში რჩება და უკრაინელი პოლონეთის ნაკრებთან შეთანხმების დაკანონებას ვერ ახერხებს. 

როგორც პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი აცხადებს, მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება. 

შევჩენკომ „ჯენოა“ 2021 წლს ნოემბერში ჩაიბარა და თანამდებობაზე მხოლოდ 2022 წლის იანვრამდე დარჩა, ამ პერიოდში მან გუნდთან ერთად 11 შეხვედრა ჩაატარა, რომლიდანაც 1 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 7-ჯერ დამარცხდა.