ავტორიზაცია

ლივერპულმა ლიდსი და მონაკო უარით გაისტუმრა

ლივერპულმა ლიდსი და მონაკო უარით გაისტუმრა
თარიღი 28 Jan 2022, 02:24

„ლივერპულმა“ თავდამსხმელის, ტაკუმი მინამინოს თაობაზე ორი შემოთავაზება დაბლოკა.

Sky Sports-ის ინფორმაციით, იაპონელი ფეხბურთელით „ლიდსი“ და „მონაკო“ დაინტერესდნენ და „ლივერპულს“ ოფიციალური შეტავაზებით მიმართეს.

თუმცა, მერსისაიდელთათვის არცერთი შემოთავაზება საკმარისი არ აღმოჩნდა და მათ ორივე უარით გაისტუმრეს.

მიუხედავად ამისა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე „ლივერპული“ არ გამორიცხავს, რომ სათანადო შემოთავაზების შემთხვევაში, მინამინო გუნდს მაინც დატოვებს.