პარასკევს სამედიცინო შემოწმებას გაივლის - ვლაჰოვიჩი იუვენტუსის ფეხბურთელია!
„ფიორენტინას“ თავდამსხმელი დუშან ვლაჰოვიჩი კარიერას ტურინის „იუვენტუსში“ გააგრძელებს.
როგორც ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება, სამივე მხარეს შორის ყველანაირი დეტალი შეთანხმებულია და ტრანსფერი შეგვიძლია დახურულად მოვიაზროთ.
„იუვენტუსი“ 21 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს გადაიხდის და „ბებერი სინიორას“ რიგებში ვლაჰოვიჩი წლიურად 7 მილიონ ევროს მიიღებს.
პარასკევს სერბი ტურინში ჩაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და მრავალწლიან კონტრაქტსაც მოაწერს ხელს.
ამ სეზონში თავდამსხმელმა „ფიორენტინას“ მაისურით 24 მატჩში 20 გოლი და 2 ასისტი მიითვალა. 2021 წელს კი მან სერია ა-ში 33 გოლი გაიტანა და ამით კრიშტიანუ რონალდუს ყველა დროის რეკორდი გაიმეორა.