ავტორიზაცია

სანჩესი შესაძლოა სერია ა-ში ვიხილოთ

სანჩესი შესაძლოა სერია ა-ში ვიხილოთ
თარიღი 28 იან 2022, 11:08

"მილანი" ჯერ კიდევ განიხილავს "ლილის" ნახევარმცველის, რენატო სანჩესის ტრანსფერს, როგორც ფრანკ კესიეს შესაძლო შემცვლელის, რომელსაც სეზონის ბოლოს კლუბის შეცვლა შეუძლია.

"ლილმა" სანჩესს ახალი კონტრაქტი 2025 წლამდე შესთავაზა, მაგრამ 24 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა უარი განაცხადა, იტყობინება ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

უახლოეს კვირებში "მილანი" სანჩესის აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან შესაძლო ზაფხულის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს გამართავს. ნახევარმცველის ხელშეკრულება "ლილთან" 2023 წლის ივნისამდეა ძალაში.

ლიგა 1-ის სეზონის 14 მატჩში სანჩესმა 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. პორტუგალიელი ცენტრალური ნახევარმცველის სახელს "ბარსელონასაც" უკავშირებდნენ.