ავტორიზაცია

სამტრედიას ყოფილი ხორვატი ლეგიონერი: "ქართველებს წაგება არ ადარდებდათ, მათი მენტალიტეტი გაუგებარი იყო"

სამტრედიას ყოფილი ხორვატი ლეგიონერი: "ქართველებს წაგება არ ადარდებდათ, მათი მენტალიტეტი გაუგებარი იყო"
თარიღი 28 იან 2022, 11:37

"სამტრედიას" ყოფილმა თავდამსხმელმა, ნიკოლა პრელჩეცმა Glasistre-სთან ინტერვიუში საქართველოში გატარებული პერიოდი გაიხსენა. ხორვატმა ფორვარდმა არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

"სამტრედია ჩემი ყოფილი მთავარი მწვრთნელის დახმარებით დამიკავშირდა და კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გავაფორმეთ. პირადად მე, საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელების მენტალიტეტი ვერ გავიგე.

მათ არ ადარდებათ წაგება ან დაქვეითების საშიშროება. ქართველი მოთამაშეები ფეხბურთს როგორც სამსახურს, ისე უყურებდნენ. ჩემს გარდა გუნდში ლეგიონერი სერბეთიდან იყო, მხოლოდ ჩვენ განვიცდიდით წარუმატებლობას.

დანარჩენებს ემოციები არ გააჩნდათ. ეს ჩემთვის გაუგებარია, ქართული გუნდის დანარჩენი ფეხბურთელებისთვის კი სრულიად ნორმალური იყო. ძალიან უცნაურია.

მწვრთნელის მოთხოვნები ცოტა უცნაური და სრულიად ალოგიკურიც მეჩვენებოდა. ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის, ვინც დასავლეთიდან მოვდივართ. რაც შეეხება პლიუსებს:

ჩემპიონატის ხარისხი გამიკვირდა. გამიკვირდა ის, რომ ინფრასტრუქტურაში თანხების ინვესტირება ხდებოდა. სტადიონები კარგია, მოედნები შესანიშნავი, ტექნიკურად არც ისე სუსტი ჩემპიონატია.

საქართველოს ჩემპიონატში დინამო ბათუმი ძლიერი კლუბია. ვფიქრობ, აღნიშნული კლუბი ხორვატიის ლიგაში ცხრილის ზედა ნაწილში იქნებოდა", - განაცხადა იმერელთა ექს-შემტევმა.