უიღბლო ტოტენჰემი - ლონდონელებს ბოლო პერიოდში მეორე სამიზნე წაართვეს, ამჯერად ლივერპულმა
ლონდონის „ტოტენჰემს“ ძვირადღირებული და ხმაურიანი ტრანსფერი ჩაუვარდა.
იმ დროს, როცა გუნდი „პორტუსთან“ ლუის დიასის ტრანსფერის შეთანხმებასთან ახლოს იყო, საქმეში „ლივერპული“ ჩაერთო და ლონდონურ გუნდს ეს ფეხბურთელი „წაართვა“.
„ლივერპულმა“ და „პორტუმ“ შეთანხმებას მიაღწიეს - პორტუგალიური გუნდი მერსისაიდელებისგან 40 მილიონ ევროს მიიღებენ, კიდევ 25 მილიონი კი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.
უახლოეს პერიოდში კოლუმბიელი შემტევი „ლივერპულისთვის“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ მრავალწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
„ტოტენჰემისთვის“ ბოლო პერიოდში ეს მეორე ჩავარდნილი ტრანსფერია - აქამდე, გუნდმა ადამა ტრაორეს შეძენა ვერ შეძლო, რადგან ბოლო მომენტში ფეხბურთელი „ბარსელონამ“ წაიყვანა.