"ტაქსით ხომ არ ვივლიდი", - რონალდუმ გაიხსენა, როგორ მიაკითხა ჯორჯინას სამსახურში ბუგატით
Netflix-ის სერიალში კრიშტიანუ რონალდუმ და ჯორჯინა როდრიგესმა ურთიერთობის დასაწყისი გაიხსენეს.
ურთიერთობის საწყის ეტაპზე რონალდუს ჯორჯინა სამსახურიდან მიყავდა ხოლმე, როცა ის Gucci-ს მაღაზიაში კონსულტანტად მუშაობდა.
„ერთხელ მან სამსახურში „ბუგატით“ მომაკითხა! ჩემი კოლეგები შოკში იყვნენ: ავტობუსით მივედი და „ბუგატით“ წამოვედი.“ - იხსენებდა ჯორჯინა.
„ჩემთვის ეს ნორმალური იყო, ის ხომ ჩემი შეყვარებულია, მე კი მანქანა მყავს და ტაქსით ხომ არ ვივლიდი, ეს სასაცილო იქნებოდა.
ის მაღაზიიდან გამოდიოდა, მე კი გარეთ ერთ-ერთ ჩემ ძვირიან მანქანასთან ველოდებოდი. თუმცა ის თავს ყოჩაღად იჭერდა. გამორბოდა, მანქანაში ჯდებოდა და ერთად სახლში მივდიოდით, ის გვიანობამდე მუშაობდა.
თავიდან არ მეგონა, რომ ასეთი ძლიერი გრძნობები მექნებოდა და ასე შემიყვარდებოდა. სიმართლე გითხრათ, მართლა არ ველოდი. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ვიგრძენი, რომ ის მთელი ჩემი ცხოვრების გოგოა.“ - აღნიშნა რონალდუმ.