ავტორიზაცია

მანჩესტერში ფიქრობენ, რომ ვან დე ბეეკს პრემიერ ლიგაში სათამაშოდ საჭირო ფიზიკური სიძლიერე არ აქვს

მანჩესტერში ფიქრობენ, რომ ვან დე ბეეკს პრემიერ ლიგაში სათამაშოდ საჭირო ფიზიკური სიძლიერე არ აქვს
თარიღი 28 იან 2022, 18:14

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველს დონი ვან დე ბეეკს გუნდის დატოვება იანვარშივე სურს.

ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რომელიმე გუნდში იჯარით შეძლებს გადასვლას. ის დარწმუნებულია, რომ რალფ რანგნიკი მის გაშვებას დათანხმდება.

ასეთ ინფორმაციას გამოცემა Manchester Evening News იტყობინება, რომელიც ამატებს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ფიქრობენ, რომ ვან დე ბეკს პრემიერ ლიგაში წარმატებით თამაშისთვის ფიზიკური სიძლიერე აკლია, მიუხედავად იმისა, რომ მან ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა კუნთოვანი მასა. 

ფაბრიციო რომანო კი წერს, რომ ნიდერლანდელით „კრისტალ პალასი“ ინტერესდება.

ვან დე ბეეკი „მანჩესტერ იუნაიტედს" 2020 წლის სექტემბერში „აიაქსიდან" 45 მლნ ევროდ შეუერთდა.