ავტორიზაცია

ოფიციალურად: იუვენტუსში ვლაჰოვიჩის სათამაშო ნომერი ცნობილია

ოფიციალურად: იუვენტუსში ვლაჰოვიჩის სათამაშო ნომერი ცნობილია
თარიღი 28 იან 2022, 23:51

მოგეხსენებათ, "ფიორენტინას" აწ უკვე ექს-ფორვარდის, დუშან ვლაჰოვიჩის "იუვენტუსში" ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ასე და ამგვარად, 21 წლის სერბი, რომლის სანაცვლოდაც "ბებერი ქალბატონი" 70 მილიონ ევროს გადაიხდის (+ 10 მლნ ბონუსების სახით), ტურინულ გრანდში 7-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

აღსანიშნავია, რომ "იუვეში" "შვიდიანი" კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ თავისუფალი გახლდათ, რომელმაც გასულ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედს" მიაშურა.

"იუვენტუსის" რიგებში ვლაჰოვიჩის წლიური ანაზღაურება 7 მილიონი იქნება, კონტრაქტის ვადა კი 2026 წლის 30 ივნისამდე იმოქმედებს.

მიმდინარე სეზონში ვლაჰოვიჩმა ყველა ტურნირზე ერთად "ფიორენტინას" მაისურით 24 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასიც გააკეთა.