ავტორიზაცია

ხელმძღვანელობა მოიხიბლა - ფრენკ ლამპარდი პრემიერ ლიგის გუნდში დანიშვნასთან ძალიან ახლოსაა

ხელმძღვანელობა მოიხიბლა - ფრენკ ლამპარდი პრემიერ ლიგის გუნდში დანიშვნასთან ძალიან ახლოსაა
თარიღი 29 იან 2022, 02:19

„ჩელსის“ ყოფილი მწვრთნელი, ფრენკ ლამპარდი, „ევერტონში“ დანიშვნასთან ახლოსაა.

The Telegraph-ის ინფორმაციით, ინგლისელმა მწვრთნელმა მეორე გასაუბრება გაიარა, რომელზეც „ირისების“ ხელმძღვანელობა მოხიბლა, მათ შორის - მფლობელი ფარად მოშირიც.

ამ გასაუბრების შედეგად, ინგლისელ სპეციალისტს „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელობა შესთავაზეს.

თუ ლამპარდი ამ შემოთავაზებას დათანხმდა, საქმეს უახლოეს პერიოდში შეუდგება და გუნდს „ბრენტფორდთნა“ სათასო მატჩისთვის მოამზადებს.

ლამპარდი წელიწადზე მეტია უმუშევარია - ის „ჩელსიდან“ 2021 წლის 23 იანვარს გაათავისუფლეს. მას შემდეგ მან რამდენიმე ინგლისურ გუნდთან სცადა მოლაპარაკებები, თუმცა არცერთ მათგანში არ დაინიშნა.