ავტორიზაცია

მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა, ტრანსფერი მალე დაიხურება — ვან დე ბეკი ცალი ფეხით ახალ გუნდშია

მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა, ტრანსფერი მალე დაიხურება — ვან დე ბეკი ცალი ფეხით ახალ გუნდშია
თარიღი 29 იან 2022, 08:37

დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, დონი ვან დე ბეკი უახლოეს პერიოდში გუნდს იჯარის წესით დატოვებს.

როგორც Sky Sports-ი იტყობინება, "ეშმაკუნებმა" და თავად ჰოლანდიელმა ტრანსფერზე შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

ზემოთაღნიშნული ავტორიტეტული გამოცემის თანახმად, მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა და ძალიან მალე, დონი "კრისტალ პალასის" ფეხბურთელი გახდება.

მოგეხსენებათ, 24 წლის ნახევარმცველი "მანჩესტერ იუნაიტედს" 2020 წლის სექტემბერში ამსტერდამის "აიაქსიდან" დაახლოებით 39 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა.

მიმდინარე სეზონში ვან დე ბეკმა, რომელსაც მანიკუნიანელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ყველა ტურნირზე ერთად 14 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.