ავტორიზაცია

დეტალებიც გასაჯაროვდა — გაირკვა, თუ რატომ თქვეს პოლონეთში შევჩენკოს კანდიდატურაზე უარი

დეტალებიც გასაჯაროვდა — გაირკვა, თუ რატომ თქვეს პოლონეთში შევჩენკოს კანდიდატურაზე უარი
თარიღი 29 იან 2022, 09:00

პოლონეთის საფეხბურთო კავშირსა და ანდრეი შევჩენკოს შორის გამართული მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა.

ამის შესახებ Przegląd Sportowy იტყობინება და აღნიშნული გადაწყვეტილების დეტალებს ამხელს.

ასე და ამგვარად, ზემოთაღნიშნული წყაროს თანახმად, მთავარ პრობლემად ის იქცა, რომ 45 წლის უკრაინელი "ჯენოას" კონტრაქტის გაწყვეტის საკითხში ვერ შეუთანხმდა. 

მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი იმისა, რის გამოც შევჩენკო ორშაბათს ვარშავაში არ ჩავა, სადაც მისი პრეზენტაცია უნდა გამართულიყო. შევას, რომელიც რუსულენოვანია, დებიუტი სწორედ რუსეთთან გასამართ უმნიშვნელოვანეს მატჩში უწევდა, ამავდროულად "ჩელსის" მფლობელ რომან აბრამოვიჩთან მეგობრობს და ლონდონს ხშირად სტუმრობს. სწორედ ამიტომ, მისი დანიშვნის თემა მაღალჩინოსნების მიერ დაიხურა.

მოგეხსენებათ, პოლონეთის ნაკრები, რომელიც ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძვის, საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი ოფის ნახევარფინალის ეგიდით, რუსეთს 24 მარტს დაუპირისპირდება.