ავტორიზაცია

"ხალხს იმედი მისცა და ფეხბურთი ყველას შეაყვარა", - ტრაორემ თავისი კუმირი დაასახელა

"ხალხს იმედი მისცა და ფეხბურთი ყველას შეაყვარა", - ტრაორემ თავისი კუმირი დაასახელა
თარიღი 29 იან 2022, 13:09

"ვულვერჰემპტონის" გარემარბმა, ადამა ტრაორემ თავისი საყვარელი ფეხბურთელები დაასახელა. ესპანელი ვინგერისთვის კუმირები არიან რონალდინიო გაუჩო და ლეო მესი.

"რონალდინიომ ყველაფერი შეცვალა ჩემთვის. მან იმედი მისცა, ხალხს აფიქრებინა: რატომაც არა? მათ შეუძლიათ, რომ ისტორია შექმნან", - განუცხადა ადამა ტრაორემ talkSPORT-ს.

მან ასევე აიძულა ადამიანებს, რომლებსაც ფეხბურთი არ უყვარდათ, ფეხბურთი შეეყვარებინათ, რადგან ყოველ ჯერზე, როდესაც ის ეხებოდა ბურთს, ის განსხვავებული იყო.

ეს იყო ნამდვილი ჯადოქრობა. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ტურნირში თამაშობდნენ მესი და რონალდინიო, მათ სურდათ გამარჯვება. ამან დამაფიქრა:

მსოფლიოში საუკეთესოებს უყვართ განვითარება, როგორი თამაშიც არ უნდა იყოს ეს. თქვენ გინდათ მოიგოთ, არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ არის მეტოქე", - განაცხადა ტრაორემ.

"ფანტასტიკური ხარ და დაცვას მაესტროსავით კარნახობ", - რონალდინიო ვან დეიკს