ავტორიზაცია

ოფიციალურად: ფიორენტინამ ვლაჰოვიჩის შემცვლელი დაიმატა

ოფიციალურად: ფიორენტინამ ვლაჰოვიჩის შემცვლელი დაიმატა
თარიღი 29 იან 2022, 15:44

„ფიორენტინამ“ „იუვენტუსში“ წასული მორიგი ლიდერის შემცვლელის ვინაობა ოფიციალურად დაადასტურა.

„ვიოლამ“ შვეიცარიული „ბრაზელიდან“ ბრაზილიური თავდამსხმელი არტურ კაბრალი დაიმატა, რომლის ტრანსფერიც გუნდს 14.5 მილიონი ევრო დაუჯდა.

იტალიურ გუნდთან 23 წლის თავდამსხმელმა კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, პორტალი Transfermarkt მის ღირებულებას 15 მილიონ ევროდ აფასებს.

„ბაზელმა“ კაბრალი 2019 წელს იჯარით გადავიდა, შემდეგ კი შვეიცარიულმა გუნდმა ის 6 მილიონ ევროდ 2020-ში გამოისყიდა. 

თავის ბოლო გუნდში კაბრალმა 106 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 65 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა მიითვალა.