ავტორიზაცია

ვან დე ბეეკისთვის ბრძოლაში კიდევ ერთი გუნდი ჩაერთო - ნიდერლანდელის გუნდში ხილვა ლამპარდს სურს

ვან დე ბეეკისთვის ბრძოლაში კიდევ ერთი გუნდი ჩაერთო - ნიდერლანდელის გუნდში ხილვა ლამპარდს სურს
თარიღი 29 იან 2022, 15:47

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ინგლისური გუნდები „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველის, დონი ვან დე ბეეკის გადაბირებისთვის იბრძვიან.

როგორც ავტორიტეტული ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება, ვან დე ბეეკის იჯარით აყვანისთვის ბრძოლაში „ევერტონი“ ჩაერთო.

აქამდე, ნიდერლანდელის სეზონის ბოლომდე იჯარით აყვანა „კრისტალ პალასს“ სურდა, რომელიც „ევერტონისგან“ სერიოზულ კონკურენციას წააწყდება.

ლივერპულური გუნდის თითქმის ოფიციალურად დანიშნულ მთავარ მწვრთნეკლს, ფრენკ ლამპარდს ვან დე ბეეკი ძალიან მოსწონს და გუნდში მის ხილვას ისურვებდა.

კონკურენციის გაძლიერების გამო, „კრისტალ პალასი“ ტრანსფერის დახურვას მაქსიმალურად სწრაფად ცდილობს, თუმცა ამ ეტაპზე ორივე გუნდი ბრძოლაშია ჩართული.

სატრანსფერო ფანჯარა ევროპაში 31 იანვარს გვიან ღამით მთავრდება და დიდი ალბათობით, უახლოეს ორ დღებში დონი რომელიმე ამ გუნდში გადაბარგდება.