ავტორიზაცია

წვერის გაპარსვა სთხოვეს - ფეკირის ლიონიდან წასვლის შესაძლო მიზეზი საკმაოდ უცნაურია

წვერის გაპარსვა სთხოვეს - ფეკირის ლიონიდან წასვლის შესაძლო მიზეზი საკმაოდ უცნაურია
თარიღი 29 იან 2022, 16:41

ნახევარმცველი ნაბილ ფეკირის ტრანსფერი „ლიონიდან“ „ბეტისში“ შესაძლოა ძალიან უცნაური მიზეზით შემდგარიყო.

A Bola-ს ინფორმაციით, „ლიონში“ ფრანგ ფეხბურთელს წვერის გაპარსვა სთხოვეს. კლუბს არ სურდა, რომ ფეკირის იმიჯი ხალხში აღქმულიყო ისე, როგორც ისლამის სიმბოლო, რომლის მიმდევარიც ეს ფეხბურთელია.

თუმცა, ფეკირი კლუბის ამ თხოვნამ ძალიან უკამყოფილო დატოვა, რამაც, დიდი ალბათობით, იმავე ზაფხულს მისი „ბეტისში“ გადასვლა დააჩქარა.

ცნობისთვის, „ბეტისში“ გადასვლამდე ფეკირით „ლივერპულიც“ ინტერესდებოდა და ტრანსფერი პრაქტიკულად შემდგარი იყო, თუმცა ფრანგმა „ენფილდზე“ სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა და გარიგება ჩაიშალა. 

28 წლის ნაბილ ფეკირი „ბეტისში“ „ლიონიდან“ 2019 წელს 19.75 მილიონ ევროდ გადავიდა და მას შემდეგ გუნდის მაისურით 97 მატჩში 19 გოლი და 20 საგოლე გადაცემა მიითვალა.