სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დემბელეს ბარსადან წასვლის შანსი ჯერ კიდევ არსებობს
უსმან დემბელეს „ბარსელონადან“ იანვარში წასვლის საკითხი ჯერ კიდევ აქტუალურია.
მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯარა ევროპაში უკვე ორ დღეში იხურება, ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ ფრანგმა „ბარსელონა“ დატოვოს.
Marca-ს ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტი მუსა სისოკო მიიჩნევს, რომ ინგლისი დემბელესთვის კარგი ვარიანტია, სადაც ფრანგის მიმართ ინტერესს„ჩელსი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ნიუკასლი“ იჩენენ.
თუმცა, სამივე ეს კლუბი სეზონის ბოლომდე იჯარას განიხილავენ და არა პერმანენტულ ტრანსფერს, რადგან მათ დემბელეს ხშირი ტრავმიანობა აფრთხობთ.
სხვა ინგლისური გრანდი „მან სიტი“ დემბელეზე პრეტენზიას არ აცხადებს, რადგან ფრანგი მათ გეგმებში არ ჯდება.
ასევე, დემბელეს მიმართ ინტერესს „პსჟ-ც“ იჩენს, თუმცა ფეხბურთელისთვის ამ ეტაპზე პრემიერ ლიგა უფრო მიმზიდველი ვარიანტია.