ავტორიზაცია

"სხვებზე მეტს ჩვენ ვკამათობთ", - ტევესს ჰკითხეს, თავის გუნდში მესის აიყვანდა თუ მარადონას

"სხვებზე მეტს ჩვენ ვკამათობთ", - ტევესს ჰკითხეს, თავის გუნდში მესის აიყვანდა თუ მარადონას
თარიღი 30 იან 2022, 01:17

„ბოკა ხუნიორსის“ არგენტინელმა შემტევმა მარადიულ შეკითხვას უპასუხა: ბოლო-ბოლო ვინ სჯობს, ლეო მესი თუ დიეგო მარადონა.

კარლოს ტევესს ჰკითხეს, თავის გუნდში რომელ ლეგენდარულ ათიანს აიყვანდა:

„ორივეს. ორივეს, მაგრამ სხვადასხვა დროის მონაკვეთში. ორივე არგენტინელები არიან.

ჩვენ ერთმანეთში იმაზე მეტად ვკამათობთ, ვიდრე სხვა ქვეყნის წარმომადგენლები იგივე საკითხზე. ჩვენ ამას მუდმივად ვაკეთებთ. არადა, რეალურად, უნდა დავტკბეთ.“ - ციტირებს კარლიტოსის სიტყვებს ESPN.

შეგახსენებთ, რომ დიეგო არმანდო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა, მისი კარიერის ყველაზე წარმატებული პერიოდი 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოდის, რომელზეც მან არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონად აქცია.