ავტორიზაცია

სუარესს ატლეტიკოში კიდევ ერთი წლით დარჩენა სურს, კლუბს ეჭვი ეპარება

სუარესს ატლეტიკოში კიდევ ერთი წლით დარჩენა სურს, კლუბს ეჭვი ეპარება
თარიღი 30 Jan 2022, 01:31

თავდამსხმელ ლუის სუარესს მადრიდის „ატლეტიკოში“ კიდევ ერთი წლით დარჩენა სურს.

Marca-ს ინფორმაციით, ურუგვაელი ფორვარდის მომავალი მომდევნო ზაფხულს გადაწყდება.

თავად ფეხბურთელს, იმ შემთხვევაში თუ ურუგვაი 2022 წლის მუნდიალზე გასვლას შეძლებს, მადრიდულ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, იმიტომ რომ ყატარში გასამართ ტურნირს საუკეთესო ფორმაში შეხვდეს.

თუმცა, „ატლეტიკოს“ ამის მართებულობაში ეჭვი ეპარება და სუარესის სათამაშო ფორმას სეზონის დარჩენილ ნაწილში დააკვირდება და გადაწყვეტილებას ამის შესახებ მიიღებს.

სწორედ ეს ასეთი შეთავაზება გაუკეთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ სუარესს. 

მიმდინარე სეზონში 35 წლის შემტევმა ლა ლიგის 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლი გაიტანა.