ავტორიზაცია

ბოლო 3.5 წლის მანძილზე ადამა ტრაორეს დრიბლინგში პრემიერ ლიგაში ბადალი არ ჰყავდა

ბოლო 3.5 წლის მანძილზე ადამა ტრაორეს დრიბლინგში პრემიერ ლიგაში ბადალი არ ჰყავდა
თარიღი 30 იან 2022, 13:00

„ვულვერჰემპტონის“ ესპანელი შემტევი, ადამა ტრაორე, რომელიც „ბარსელონაში“ იჯარით გადავიდა, ბოლო 3.5 წლის მანძილზე პრემიერ ლიგაში დრიბლინგში საუკეთესოა.

OptaJose-ს ინფორმაციით, 2018 წლის ზაფხულის, ანუ სწორედ მას შემდეგ, რაც ტრაორე ინგლისურ გუნდშიგ ადავიდა, მან მეტოქეების მოტყუება 697-ჯერ სცადა და აქედან 484 (69%) მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა.

ამავე პერიოდში, პრემიერ ლიგაში ამაზე კარგი მაჩვენებელი არცერთ სხვა ფეხბურთლს არ ჰქონია.

გარდა ამისა, ამ 3.5 წლის მანძილზე ტრაორემ პრემიერ ლიგის მატჩებში ამ 484 წარმატებული დრიბლინგის შემდეგ 40 საგოლე მომენტი შექმნა, რაც 15-ით მეტია იმაზე, ვიდრე მის უახლოეს მდევრებს აქვთ.

ადამამ „ბარსასთან“ 6-თვიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონის ბოლოს კლუბს მისი გამოსყიდვა 30 მილიონ ევროდ შეეძლება.

ტრაორე „ბარსელონას“ აღზრდილია და გუნდის სტრუქტურაში 2004-2015 წლებში თამაშობდა, რა პერიოდშიც კატალონიურ გუნდში ოთხი მატჩი ჩაატარა და 1 გოლიც შეაგდო.

ესპანელი ფეხბურთელი „ვულვზში“ 2018 წელს „მიდლსბროდან“ გადავიდა და კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე გააფორმა.