ავტორიზაცია

პორტუ თავდაპირველად ლუის დიასში 111 მილიონ ევროს ითხოვდა, თუმცა ლივერპულმა 67 მილიონზე მოილაპარაკა

პორტუ თავდაპირველად ლუის დიასში 111 მილიონ ევროს ითხოვდა, თუმცა ლივერპულმა 67 მილიონზე მოილაპარაკა
თარიღი 30 იან 2022, 14:30

„პორტუს“ შემტევი ლუის დიასი კარიერას „ლივერპულში“ გააგრძელებს.

Mirror-ის ინფორმაციით, 25 წლის კოლუმბიელი „ლივერპულის“ ფეხბურთელი უახლოეს დღეებში ან სულაც საათებში გახდება.

თავდაპირველად „პორტუს“ დიასის სანაცვლოდ 111 მილიონი ევროს მიღება სურდა, თუმცა საბოლოოდ გუნდები 67 მილიონზე შეთანხმდნენ, აქედან 40 მილიონს პორტუგალიური გუნდი პირდაპირ მიიღბს, დანარჩენი თანხა კი სხვადასხვა ბონუსებზე გადანაწილდება.

დისი „ლივერპულთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, კლუბები ამჟამად საბუთების მომზადებით არიან დაკავებულნი, რათა ტრანსფერი მაქსიმალურად სწრაფად დახურონ.

„პორტუს“ მაისურით კოლუმბიელი 2019 წლიდან თამაშობს, ამ სეზონში ფეხბურთელმა პორტუგალიის ჩემპიონატის 18 მატჩში 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. კოლუმბიის ნაკრებში მას 2018 წლიდან იძახებენ.