მანჩესტერ იუნაიტედი გრინვუდის ძალადობაში ბრალდებებს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა

„მანჩესტერ იუნაიტედი“ გუნდის ფეხბურთელის, მეისონ გრინვუდის ძალადობაში ბრალდებებს გამოეხმაურა.
როგორც იცით, 20 წლის ფეხბურთელის მეგობარმა გოგონამ, ჰარიეტ რობსონმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სურათები, რომელზეც ძალადობის შედეგია ასახული და დააწერა: „ყველასთვის, ვისაც აინტერესებდა, მეისონ გრინვუდი რას მიკეთებს.“
კლუბმა ამის შესახებ მოკლე განცხადება გამოაქვეყნა:
„ვიცით სოციალურ ქსელში გავრცელებული სურათების და ბრალდებების შესახებ. თუმცა, არანაირ კომენტარს არ გავაკეთებთ იქამდე, სანამ ფაქტები არ დადგინდება.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ყველანაირი სახის ძალადობას გმობს.“ - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.