ავტორიზაცია

ოფიციალურად: ლივერპულმა პორტუს შემტევის ტრანსფერი დაადასტურა

ოფიციალურად: ლივერპულმა პორტუს შემტევის ტრანსფერი დაადასტურა
თარიღი 30 იან 2022, 16:13

„პორტუს“ შემტევი ლუის დიას მარულანდა „ლივერპულის“ ფეხბურთელი გახდა.

ინფორმაციას მერსისაიდული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.

25 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელის ტრანსფერი „ლივერპულს“ 67 მილიონ ევრომდე უჯდება, საიდანაც 40 მილიონი მოჭრილი თანხა იქნება, დანარჩენი კი ბონუსებზე გადანაწილდება.

„ლივერპულთან“ ფეხბურთელი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და გუნდს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროსვე შეუერთდება.

„პორტუში“ დიასი 2019 წლიდან თამაშობდა, ამ სეზონში მან პორტუგალიის ჩემპიონატის 18 მატჩში 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. 

„ლივერპული“ პრემიერ ლიგის 22 მატჩის შემდეგ 48 ქულით მე-2 ადგილს იკავებს.