ავტორიზაცია

"აწიე ფეხები, შენი გა*იმვა მინდა", - გრინვუდის შეყვარებულმა სკანდალური აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა

"აწიე ფეხები, შენი გა*იმვა მინდა", - გრინვუდის შეყვარებულმა სკანდალური აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა
თარიღი 30 Jan 2022, 21:13

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების გარემარბის, მეისონ გრინვუდის მეგობარმა გოგონამ, ჰარიეტ რობსონმა აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც მას სექსს აიძულებენ.

აღნიშნული მასალა იმ ფოტოების სერიების შემდეგ გამოჩნდა, სადაც რობსონს ცემის კვალი ეტყობა და გრინვუდს ძალადობაში ადანაშაულებს.

მამაკაცის ხმა: "არ მაინტერესებს, შენ რა გინდა. ჰარიეტ, ფეხები უნდა აწიო. აწიე შენი წყეული ფეხები".

ჰარიეტი პასუხობს: "არა, სექსი არ მინდა".

პასუხად მამაკაცი ეუბნება: "მიმიფურთხებია იმისთვის, რაც შენ გინდა. მოკეტე და ნუ მელაპარაკები".

ის პასუხობს: "შეწყვიტე შენი *ლის მოდება".

შემდეგ ისმის მამაკაცის ხმა: "შენი გა*იმვა მინდა. არ მაინტერესებს, რომ ჩემთან სექსი არ გინდა, გესმის? თავაზიანად გთხოვე, შენ კი არ გინდა. კიდევ რა გინდა გავაკეთო?"

"კიდევ ერთხელ მკარი ხელი და ნახავ, რაც მოგივა".

"არა", - თქვა ჰარიეტმა.

სავარაუდოდ, აღნიშნული ჩანაწერი 22 ოქტომბრისაა - ინსტაგრამის "სთორისში" ეს თარიღი ჩანს.

გარკვეული დროის შემდეგ, რობსონმა ყველა "სთორისი" წაშალა.