ავტორიზაცია

"გამოძიება მიმდინარეობს", - მანჩესტერის პოლიცია გრინვუდისთვის წაყენებულ ბრალდებებს გამოეხმაურა

"გამოძიება მიმდინარეობს", - მანჩესტერის პოლიცია გრინვუდისთვის წაყენებულ ბრალდებებს გამოეხმაურა
თარიღი 30 Jan 2022, 21:48

დიდი მანჩესტერის პოლიცია "მანჩესტერ იუნაიტედის" გარემარბ მეისონ გრინვუდის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს გამოეხმაურა.

ბრიტანულმა გაზეთმა Mirror-მა პოლიციაში განცხადება შეიტანა მას შემდეგ, რაც 20 წლის ფეხბურთელის მეგობარმა გოგონამ, ჰარიეტ რობსონმა იგი ძალადობაში დაადანაშაულა და გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ცემის კვალი ეტყობა.

გარდა ამისა, რობსონმა სოციალურ ქსელში განათავსა აუდიოჩანაწერი, სადაც მას სექსით დაკავებას აიძულებენ.

პოლიციამ სახელები ვინაობა არ დაადასტურა, მაგრამ განაცხადა, რომ ამ საკითხს იკვლევენ:

"დიდი მანჩესტერის პოლიციამ იცის სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებისა და ვიდეოს შესახებ. მიმდინარეობს გამოძიება ყველა გარემოების დასადგენად".