ავტორიზაცია

ოფიციალურად: მანჩესტერის პოლიციამ მეისონ გრინვუდი დააკავა!

ოფიციალურად: მანჩესტერის პოლიციამ მეისონ გრინვუდი დააკავა!
თარიღი 30 Jan 2022, 22:15

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, მეისონ გრინვუდი დიდი მანჩესტერის პოლიციამ დააპატიმრა.

20 წლის ფეხბურთელი გაუპატიურებისა და სხეულის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

მოგეხსენებათ, გრინვუდის მეგობარმა გოგონამ, ჰარიეტ რობსონმა "ეშმაკუნების" ფეხბურთელი ძალადობაში დაადანაშაულა.

ინგლისელმა მოდელმა გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ცემის კვალი ეტყობა, აგრეთვე ის აუდიჩანაწერი, სადაც სექსით დაკავებას აიძულებენ.

აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" გრინვუდი გუნდიდან მოკვეთა.