Goal.Ge

ფეხბურთი და ბრაზილია!



მინდა კიდევ ერთი სტატია შემოგთავაზოთ, ძალიან იშვიათად ვწერ სტატიებს ამ საიტზე და შესაძლოა საიტის მომხმარებლებს აღარც ახსოვს ჩემი სტატიები, ასე რომ თავს შეგახსენებთ. ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობის სამშობლო ინგლისი გახლავთ, მაგრამ ბრაზილიის შესახებ რა უნდა ვთქვათ მაშინ? მოკლედ გაცვეთილ ფრაზას გამოვიყენებ, ფეხბურთი ინგლისში დაიბადა, ბრაზილიაში გაიზარდა და ... და გაგძელების საშუალებას საკუთარ თავს არ მივცემ იმიტომ, რომ მე არა ინგლისელი, არა ბრაზილიელი, არამედ ქართველი ვარ და ამ ფრაზის დასასრულს ნამდვილად არ ვეთანხმები, თუმცა დასაწყისზე იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვი. ახლა კი მინდა გესაუბროთ ამ მართლაც ყველაზე გამორჩეულ საფეხბურთო ქვეყანაზე, სერიალებით, ყავით და სამბას ცეკვით განთქმულ ბრაზილიას ფეხბურთით ნაკლებად არ ცნობენ დამიჯერეთ, მხოლოდ ის ფაქტი რად მეტყველებს, რომ სხვადასხვა დროში 5-ჯერ (1958-62,1970,1994,2002) მოახერხეს პლანეტაზე პირველობა და ღირსეულად ფლობენ მუნდიალის 5 ტიტულს. ფეხბურთი და ბრაზილია, განუყოფელები არიან, იქ ყველა ფეხბურთელობს. ყველას ერთი ოცნება აქვს გავიდეს მწვანე მინდორზე და პელეს, გარინჩას, ლეონიდასის, რონალდოს, რონალდინიოს მსგავსად უამრავ ადამიანს უდიდესი სიხარული მიანიჭოს. მათთის ფეხბურთი გართობაა, სანახაობა, ჟონგლიორობა მათთვის მოვალეობაა თამაშისას და გამოხატვა იმისა, თუ საიდან არიან ისინი. ყველა როდი ფლობს ბურთს ისე როგორც ბრაზილიელი. უღარიბეს კვარტალებში მსოფლიო დონის ვარსკვლავები იზრდებოდნენ და საფეხბურთო მოედანზე სპექტაკლებს დგამდნენ. ვისზე გინდათ გესაუბროთ როცა ბრაზილიელებზე მაქვს საუბარი?! პელეზე? იქნებ გარინჩაზე? ან იქნებ ზიკოზე გირჩევნიათ საუბარი? სოკრატესი? რომარიო? რივალდო? რონალდინიო? რონალდო? არცერთზე არ ვაპირებ საუბარს, მინდა იმედები გაგიცრუოთ, რადგან მე არ მივცემ საკუთარ თავს იმის უფლებას მათგან რომელიმე განსაკუთრებულად გამოვარჩიო და ამ სტატიაში უფრო მეტი ადგილი დავუთმო რომელიმე მათგანზე საუბარს. პელე მეფეა ფეხბურთის, ნამდვილი გენიოსი, მაგრამ გარინჩაზე მეტად ნამდვილად არ ვაფასებ და მიყვარს, პირიქით მიმაჩნია, რომ 6 სანტიმეტრით მოკლე ფეხით პელეზე არანაკლები შექმნა "ხალხის სიხარულმა"! მისმა ტრაგიკულმა ცხოვრებამ და ზოგადად ფაქტი მის მიერ ფეხბურთში fayr play-ს პრინციპის დანერგვისა ჩემში უბრალოდ აღტაცებას იწვევს და უაზროდ ვაფასებ ჭეშმარიტად საფეხბურთო მოვლენას მსოფლიო ფეხბურთში. მე 19 წლის ვარ, ჩემი ასაკი ალბათ არც არავის გაინტერესებთ, მაგრამ მინდა ერთი რამ გითხრათ, 7 წლის ასაკიდან ვუყურებ ფეხბურთს და ვცდილობ არცერთი მატჩი ყურადღების გარეშე არ დავტოვო და ამ ყველაფერში "დამნაშავე" ბრაზილიელი ფენომენი რონალდო გახლავთ, სწორედ მან შემაყვარა ფეხბურთი, მისი თამაშით მოხიბლულს ბევრჯერ ცრემლების შეკავებაც კი დამჭირვებია, ის იყო უბრალოდ გენიალური თავდამსხმელი და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. მე მეამაყება, რომ მქონდა შესაძლებლობა მენახა მისი თამაში. ფეხბურთს და ფეხბურთელებს მხოლოდ დღევანდელი გადმოსახედიდან არ ვაფასებ, მესისა და რონალდუს გარდა ხომ დღეს არავინ ითვლება ფეხბურთელად ბევრი "საფეხბურთო ექსპერტის" მთვალსაზრისით, რომელთა ასაკიც 12-დან 14 წელს როდი სცილდება და თუ სცილდება უკვე ჭკუანაკლოვანებას გამოხატავს. შეუძლებელია ფეხბურთი გიყვარდეს და არ აფასებდე რონალდოს, რონალდინიოს, რივალდოს, კაკას, რომარიოს და ზოგადად ბრაზილიურ ფეხბურთს, მანდ ხომ სიცოცხლეზე მეტად არიან შეყვარებულები ფეხბურთზე. იქ ხომ უბრალოდ შეუძლებელია ცხოვრება ფეხბურთის გარეშე, ყველა თამაშზე სტადიონზე ხალხის ტევა არაა, მუდამ ერთი მიზნისკენ არის სწრაფვა და ეს მიზანი ჩემპიონობაა. 2014 წელს სწორედ მანდ გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში და ყოველი ბრაზილიელისათვის ოცნებას ერთი სახელი ქვია- მსოფლიოს თასი! ბრაზილიელებს აქვთ მიზანი, მეექვსე თასის სამშობლოში დაუფლება და იმ იმედგაცრუების დავიწყება, რომელიც 1950 წლის მუნდიალზე დაფიქსირდა, როდესაც უბრალოდ სასწაული მოხდა და მთელი ბრაზილია ატირებული დატოვა ურუგვაის ეროვნულმა ნაკრებმა და საკუთარ კედლებში ზღაპრულ მარაკანაზე იმედი წაართვა დაუფლებოდა "ნიკეს" თასს იმ დროისათვის პირველად! დღევანდელ ბრაზილიას ჩემპიონობის იმედი უნდა ჰქონდეს, მუდამ გამორჩეული ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ნაკრებს შესაბამისი ამბიცია საკუთარ კედლებში ნამდვილად სამართლიანად გააჩნია, თუმცა ფაქტია დღევანდელი ბრაზილიის ნაკრები წინა ბრაზილიის ნაკრებებთან შედარებით გაცილებით სუსტია, თუმცა არიან ახალგაზრდები, რომლებიც შეეცდებიან ღირსეულად ატარონ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფორმა და დაიცვან ნაკრების ღირსება სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. ნეიმარი, ლუკასი, დამიაო,ოსკარი, სწორედ ესენი გახლავთ ბრაზილიური ფეხბურთის მომავლები და იმედია ისინი მოახერხებენ მათზე გაცემული ავანსის გამართლებას. ყველაფერი 2014 წლის მუნდიალზე გაირკვევა, ყველანი ვიხილავთ ბრაზილიას ნეიმართან ერთად და მერე შევადაროთ ეს პატარა ბიჭუნა ისეთ ლეგენდებს, როგორებიც გახლავთ რონალდო და რონალდინიო, რომლებთანაც ნეიმარის შედარება ჩემთვის პირადად არასასიამოვნოა!

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ინტერი შინ სლავიასთან მარცხს კომპენსირებულ დროში გადაურჩა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ეგიდით, "ინტერმა" "სლავიას" უმასპინძლა.

დღეს, 22:57

"მისი იმედგაცრუების გვესმის, მაგრამ...", - ლიოვმა ტერ შტეგენს უპასუხა

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოაჰიმ ლიოვმა ეროვნულ გუნდში გოლკიპერებთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

დღეს, 22:36

გვარდიოლა: "კლოპმა თქვა, რომ სიტი მსოფლიოს საუკეთესო კლუბია?"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ "ლივერპულის" თავკაც იურგენ კლოპს უპასუხა.

დღეს, 22:26

განრისხებული იგუაინი - არგენტინელმა ვარჯიშზე მწვრთნელს დაარტყა [VIDEO]

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, გონსალო იგუაინი ვარჯიშის მიმდინარეობისას მოულოდნელად წყობიდან გამოვიდა.

დღეს, 22:20

"მიეცით ნეიმარს მეორე შანსი", - ვერატი პსჟ-ს გულშემატკივრებს

"პსჟ"-ს ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ ფრანგული გუნდის გულშემატკივრებს მიმართა.

დღეს, 22:06

იბრაჰიმოვიჩმა MLS-ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"ლოს ანჯელეს გელექსის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 21:30

ბარსელონა და ფატი ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ, დეტალები ცნობილია

"ბარსელონა" თავდამსხმელ ანსუ ფატის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეუთანხმდა.

დღეს, 21:23

კლუბი, რომელსაც ალეგრიმ იუვენტუსიდან წასვლის შემდეგ უარი უთხრა

მოგეხსენებათ, მასიმილიანო ალეგრი 2018/19 წლების სეზონის დასრულების შემდეგ უკლუბოდაა.

დღეს, 21:13

ლეონარდო: "ვფიქრობ, მოვიდა დრო ნეიმარზე საუბარი დასრულდეს"

"პსჟ"-ს სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 21:04

სიტის მხოლოდ ერთი ნომინალური ცენტრალური მცველი დარჩა

"მანჩესტერ სიტის" ოფიციალური საიტის ცნობით, გუნდს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა.

დღეს, 20:52

ნეიმარი - კაზემიროს: "დილის შვიდამდე ქაუნთერი უნდა გეთამაშო, ხვალ დაღლილი მინდა გნახო"

პსჟ-სთან“ მატჩის წინ, კაზემირომ სოციალურ ქსელში სურათი განათავსა და წარწერაც დაურთო: „Hala Madrid”.

დღეს, 20:25

ორი სასჯელი, რომელიც შესაძლოა ბარსელონას დაეკისროს

გავლენიანი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo წერს საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 20:11

რონალდუ: "როცა შენს პატიოსნებას ეჭვქვეშ აყენებენ, მტკივნეულია"

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 19:58

ვილიანმა სასურველი სათამაშო ადგილი დაასახელა

"ჩელსის" თავდამსხმელმა, ვილიანმა საკუთარ მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

დღეს, 19:44

მანჩესტერმა იანვრისთვის მთავარი სამიზნე შეარჩია

"იუნაიტედმა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის შემადგენლობის გაძლიერებაზე ფიქრი უკვე დაიწყო.

დღეს, 19:41

"თავს პატარა ბავშვივით ვგრძნობ", - აზარი ზიდანზე

"რეალის" თავდამსხმელმა, ედენ აზარმა გუნდის თავკაც ზინედინ ზიდანზე ისაუბრა.

დღეს, 19:36

ბარსელონას გრიზმანის ტრანსფერის გამო კამპ ნოუზე ასპარეზობას აუკრძალავენ?

„ბარსელონას“ ანტუან გრიზმანის ტრანსფერის გამო დასჯა ჯერ კიდევ ემუქრება.

დღეს, 18:27

სახალისო ფაქტი: მილნერს პრემიერ ლიგაში თავისი ცხოვრების ნახევარზე მეტი აქვს გატარებული

დღეს, „ლივერპულის“ ვიცე-კაპიტნის პრემიერ ლიგაში დებიუტს 6155 დღე შეუსრულდა.

დღეს, 18:01

"ტოტენჰემში კარიერის დასრულებას არ ვაპირებ", - სად აიღო გეზი ლორისმა?

„ტოტენჰემის“ ფრანგი მეკარის თქმით, ის ლონდონურ გუნდში კარიერის დასრულებას არ აპირებს.

დღეს, 17:57

მანჩესტერი დიბალას გადაბირებას იანვარშიც შეეცდება

„იუვენტუსის“ ფორვარდი, პაულო დიბალა, შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედში“ მაინც გადავიდეს.

დღეს, 17:53

ვალენსიას ფეხბურთელებმა ჩელსისთან მატჩის წინ პრესკონფერენციას ბოიკოტი გამოუცხადეს

„ღამურების“ ფეხბურთელები გუნდის მთავარი მწრთნელის, მარსელინო გარსია ტორალის გათავისუფლებით უკმაყოფილონი არიან.

დღეს, 17:50

ალეგრიმ სასურველი გუნდი შეარჩია

RMC-ის ცნობით, მასიმილიანო ალეგრიმ სასურველი გუნდი შეარჩია.

დღეს, 16:20

იკარდის ცოლი უკვე ახალ გუნდზე ფიქრობს: "იანვარში შესაძლოა სიურპრიზი ვიხილოთ"

მაურო იკარდის მეუღლემ და აგენტმა ვანდა ნარამ მოულოდნელი განცხადება გააკეთა:

დღეს, 16:11

იუვენტუსს ატლეტიკოსთან კოსტა ვერ დაეხმარება

ტურინის "იუვენტუსის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დუგლას კოსტასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

დღეს, 16:01

ვარანი საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მადრიდის "რეალის" მცველმა რაფაელ ვარანმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა:

დღეს, 15:49

დელ პიერო: "ტიტულების მოსაგებად მხოლოდ რონალდუ საკმარისი არ არის"

ტურინის "იუვენტუსის" ცოცხალმა ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ "ბებერ ქალბატონზე" ისაუბრა:

დღეს, 15:34

რეალს პსჟ-სთან მატჩისთვის 6 ფეხბურთელი გამოაკლდება

ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგაზე "პსჟ"-ს დაუპირისპირდება.

დღეს, 15:24

ნეიმარს ევროთასებზე სასჯელი შეუმსუბუქეს

როგორც მოგეხსენებათ, ნეიმარი ევროთასებზე სამ-მატჩიანი დისკვალიფიკაციით არის დასჯილი.

დღეს, 15:09

არქი სამტრედიას გენერალური სპონსორი გახდა

16 სექტმებერს დეველოპერულმა კომპანია არქიმ დიდი საფეხბურთო ისტორიის მქონე კლუბ „სამტრედიასთან“ ხელშეკრულების მემორანდუმი გააფორმა და მისი ოფიციალური პატრონაჟი აიღო.

დღეს, 14:40

ტოტიმ რომას წლევანდელ მიზნებზე ისაუბრა

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ "რომას" წლევანდელ მიზნებზე ისაუბრა.

დღეს, 14:28

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10