ფეხბურთი და ბრაზილია!

მინდა კიდევ ერთი სტატია შემოგთავაზოთ, ძალიან იშვიათად ვწერ სტატიებს ამ საიტზე და შესაძლოა საიტის მომხმარებლებს აღარც ახსოვს ჩემი სტატიები, ასე რომ თავს შეგახსენებთ.
ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობის სამშობლო ინგლისი გახლავთ, მაგრამ ბრაზილიის შესახებ რა უნდა ვთქვათ მაშინ? მოკლედ გაცვეთილ ფრაზას გამოვიყენებ, ფეხბურთი ინგლისში დაიბადა, ბრაზილიაში გაიზარდა და ... და გაგძელების საშუალებას საკუთარ თავს არ მივცემ იმიტომ, რომ მე არა ინგლისელი, არა ბრაზილიელი, არამედ ქართველი ვარ და ამ ფრაზის დასასრულს ნამდვილად არ ვეთანხმები, თუმცა დასაწყისზე იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვი.
ახლა კი მინდა გესაუბროთ ამ მართლაც ყველაზე გამორჩეულ საფეხბურთო ქვეყანაზე, სერიალებით, ყავით და სამბას ცეკვით განთქმულ ბრაზილიას ფეხბურთით ნაკლებად არ ცნობენ დამიჯერეთ, მხოლოდ ის ფაქტი რად მეტყველებს, რომ სხვადასხვა დროში 5-ჯერ (1958-62,1970,1994,2002) მოახერხეს პლანეტაზე პირველობა და ღირსეულად ფლობენ მუნდიალის 5 ტიტულს.
ფეხბურთი და ბრაზილია, განუყოფელები არიან, იქ ყველა ფეხბურთელობს. ყველას ერთი ოცნება აქვს გავიდეს მწვანე მინდორზე და პელეს, გარინჩას, ლეონიდასის, რონალდოს, რონალდინიოს მსგავსად უამრავ ადამიანს უდიდესი სიხარული მიანიჭოს. მათთის ფეხბურთი გართობაა, სანახაობა, ჟონგლიორობა მათთვის მოვალეობაა თამაშისას და გამოხატვა იმისა, თუ საიდან არიან ისინი. ყველა როდი ფლობს ბურთს ისე როგორც ბრაზილიელი. უღარიბეს კვარტალებში მსოფლიო დონის ვარსკვლავები იზრდებოდნენ და საფეხბურთო მოედანზე სპექტაკლებს დგამდნენ. ვისზე გინდათ გესაუბროთ როცა ბრაზილიელებზე მაქვს საუბარი?! პელეზე? იქნებ გარინჩაზე? ან იქნებ ზიკოზე გირჩევნიათ საუბარი? სოკრატესი? რომარიო? რივალდო? რონალდინიო? რონალდო? არცერთზე არ ვაპირებ საუბარს, მინდა იმედები გაგიცრუოთ, რადგან მე არ მივცემ საკუთარ თავს იმის უფლებას მათგან რომელიმე განსაკუთრებულად გამოვარჩიო და ამ სტატიაში უფრო მეტი ადგილი დავუთმო რომელიმე მათგანზე საუბარს. პელე მეფეა ფეხბურთის, ნამდვილი გენიოსი, მაგრამ გარინჩაზე მეტად ნამდვილად არ ვაფასებ და მიყვარს, პირიქით მიმაჩნია, რომ 6 სანტიმეტრით მოკლე ფეხით პელეზე არანაკლები შექმნა "ხალხის სიხარულმა"! მისმა ტრაგიკულმა ცხოვრებამ და ზოგადად ფაქტი მის მიერ ფეხბურთში fayr play-ს პრინციპის დანერგვისა ჩემში უბრალოდ აღტაცებას იწვევს და უაზროდ ვაფასებ ჭეშმარიტად საფეხბურთო მოვლენას მსოფლიო ფეხბურთში.
მე 19 წლის ვარ, ჩემი ასაკი ალბათ არც არავის გაინტერესებთ, მაგრამ მინდა ერთი რამ გითხრათ, 7 წლის ასაკიდან ვუყურებ ფეხბურთს და ვცდილობ არცერთი მატჩი ყურადღების გარეშე არ დავტოვო და ამ ყველაფერში "დამნაშავე" ბრაზილიელი ფენომენი რონალდო გახლავთ, სწორედ მან შემაყვარა ფეხბურთი, მისი თამაშით მოხიბლულს ბევრჯერ ცრემლების შეკავებაც კი დამჭირვებია, ის იყო უბრალოდ გენიალური თავდამსხმელი და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. მე მეამაყება, რომ მქონდა შესაძლებლობა მენახა მისი თამაში. ფეხბურთს და ფეხბურთელებს მხოლოდ დღევანდელი გადმოსახედიდან არ ვაფასებ, მესისა და რონალდუს გარდა ხომ დღეს არავინ ითვლება ფეხბურთელად ბევრი "საფეხბურთო ექსპერტის" მთვალსაზრისით, რომელთა ასაკიც 12-დან 14 წელს როდი სცილდება და თუ სცილდება უკვე ჭკუანაკლოვანებას გამოხატავს.
შეუძლებელია ფეხბურთი გიყვარდეს და არ აფასებდე რონალდოს, რონალდინიოს, რივალდოს, კაკას, რომარიოს და ზოგადად ბრაზილიურ ფეხბურთს, მანდ ხომ სიცოცხლეზე მეტად არიან შეყვარებულები ფეხბურთზე. იქ ხომ უბრალოდ შეუძლებელია ცხოვრება ფეხბურთის გარეშე, ყველა თამაშზე სტადიონზე ხალხის ტევა არაა, მუდამ ერთი მიზნისკენ არის სწრაფვა და ეს მიზანი ჩემპიონობაა. 2014 წელს სწორედ მანდ გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში და ყოველი ბრაზილიელისათვის ოცნებას ერთი სახელი ქვია- მსოფლიოს თასი!
ბრაზილიელებს აქვთ მიზანი, მეექვსე თასის სამშობლოში დაუფლება და იმ იმედგაცრუების დავიწყება, რომელიც 1950 წლის მუნდიალზე დაფიქსირდა, როდესაც უბრალოდ სასწაული მოხდა და მთელი ბრაზილია ატირებული დატოვა ურუგვაის ეროვნულმა ნაკრებმა და საკუთარ კედლებში ზღაპრულ მარაკანაზე იმედი წაართვა დაუფლებოდა "ნიკეს" თასს იმ დროისათვის პირველად!
დღევანდელ ბრაზილიას ჩემპიონობის იმედი უნდა ჰქონდეს, მუდამ გამორჩეული ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ნაკრებს შესაბამისი ამბიცია საკუთარ კედლებში ნამდვილად სამართლიანად გააჩნია, თუმცა ფაქტია დღევანდელი ბრაზილიის ნაკრები წინა ბრაზილიის ნაკრებებთან შედარებით გაცილებით სუსტია, თუმცა არიან ახალგაზრდები, რომლებიც შეეცდებიან ღირსეულად ატარონ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფორმა და დაიცვან ნაკრების ღირსება სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. ნეიმარი, ლუკასი, დამიაო,ოსკარი, სწორედ ესენი გახლავთ ბრაზილიური ფეხბურთის მომავლები და იმედია ისინი მოახერხებენ მათზე გაცემული ავანსის გამართლებას. ყველაფერი 2014 წლის მუნდიალზე გაირკვევა, ყველანი ვიხილავთ ბრაზილიას ნეიმართან ერთად და მერე შევადაროთ ეს პატარა ბიჭუნა ისეთ ლეგენდებს, როგორებიც გახლავთ რონალდო და რონალდინიო, რომლებთანაც ნეიმარის შედარება ჩემთვის პირადად არასასიამოვნოა!