ავტორიზაცია

ობამეიანგი მზადაა ბარსელონაში "თითქმის უფასოდ" ითამაშოს - ტრანსფერი დემბელეზეა დამოკიდებული

ობამეიანგი მზადაა ბარსელონაში "თითქმის უფასოდ" ითამაშოს - ტრანსფერი დემბელეზეა დამოკიდებული
თარიღი 31 Jan 2022, 01:41

„არსენალის“ თავდამსხმელს პიერ-ემერიკ ობამეიანგს სეზონის მეორე ნახევრის გატარება „ბარსელონაში“ სურს.

Diario Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელი ხელფასის საგრძნობ დაკლებას დათანხმდა და მზადაა „ბარსელონაში“ „თითქმის უფასოდაც“ კი ითამაშოს.

„არსენალში“ ფეხბურთელი კვირაში 250 ფუნტს იღებს და გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, თუმცა „ბარსაში“ იჯარით გადასასვლელად მზადაა ხელფასი საგრძნობლად დაიკლოს.

თუმცა, იმისთვის რომ ეს ტრანსფერი განხორციელდეს, „ბარსელონადან“ უსმან დემბელე უნდა წავიდეს, რაზეც ახლა კატალონიელები „პსჟ-სთან“ აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

თუ დემბელე მართლაც წავიდა, „ბარსას“ სახელფასო ჭერში ადგილი გამოუთავისუფლდება და ობამეიანგის დარეგისტრირების შესაძლებლობაც მიეცემა. 

შეგახსენებთ, რომ ობამეიანგს დეკემბერში „არსენალის" კაპიტნობა ჩამოართვეს და მას შემდეგ გუნდთან ერთადაც აღარ უთამაშია, მიზეზად კი დისციპლინარული დარღვევები დასახელდა.