ავტორიზაცია

"იმედია ოდესმე დავბრუნდები", - კულუშევსკიმ იუვენტუსი დატოვა

"იმედია ოდესმე დავბრუნდები", - კულუშევსკიმ იუვენტუსი დატოვა
თარიღი 31 იან 2022, 01:48

„იუვენტუსის“ ნახევარმცველი დეიან კულუშევსკი კარიერას ლონდონის „ტოტენჰემში“ გააგრძელებს. 

დღეს ტურინულმა და ლონდონურმა კლუბებმა ტრანსფერი საბოლოოდ შეათანხმეს და საბუთებიც გააფორმეს.

21 წლის ფეხბურთელი ლონდონში უახლოეს პერიოდში ახალ გუნდთან კონტრაქტის გასაფორმებლად გაფრინდება.

აეროპორტში შეკრებილ ჟურნალისტებს შვედმა უთხრა: „აქ ყოფნა ძალიან მომწონდა და იმედია, ერთხელაც დავბრუნდები.“

როგორც ცნობილია, „ტოტენჰემი“ ფეხბურთელს სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანს და ზაფხულში მისი გამოსყიდვა 35 მილიონ ევროდ შეეძლება.

გარდა ამისა, კულუშევსკი არ არის „იუვეს“ ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც „ტოტენჰემში“ გადადის - ანალოგიური რეისით უახლოეს პერიოდში როდრიგო ბენტანკურიც გაეშურება.