ავტორიზაცია

პარი სენ-ჟერმენს აჯობეს - ნდომბელე ყოფილ გუნდში ბრუნდება

პარი სენ-ჟერმენს აჯობეს - ნდომბელე ყოფილ გუნდში ბრუნდება
თარიღი 31 იან 2022, 01:59

„ტოტენჰემის“ ფრანგი ნახევარმცველი ტანგი ნდომბელე კარიერას მშობლიურ გუნდში გააგრძელებს.

იწერებოდა, რომ ფეხბურთელით „პსჟ“ ინტერესდებოდა, რომელსაც ნდომბელეს სეზონის ბოლომდე იჯარით უნდა აეყვანა, თუმცა პარიზელებს ფეხბურთელის ყოფილმა გუნდმა, „ლიონმა“ აჯობა.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ლიონმა“ და „ტოტენჰემმა“ შეთანხმებას მიაღწიეს და ფრანგული კლუბი ნდომბელეს იჯარით და გამოსყიდვის უფლებით გადაიბირებს.

გარკვეული დეტალების მოგვარებაღა დარჩა, რის შემდეგაც ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება, თავად ნდომბელე კი უკვე საფრანგეთშია და ყველაფრის მოგვარებას ელოდება.

25 წლის ნდომბელე „ტოტენჰემში“ „ლიონიდან“ 2019 წელს 60 მლნ ევროდ გადავიდა, თუმცა ლონდონურ გუნდში ძირითადის უცვლელ წევრად ვერ იქცა.